Thursday, January 17, 2013

18 იანვრის ჰოროსკოპი


ვერძი - დღეს თქვენში გარშემომყოფთა დახმარების სურვილი გაჩნდება. დღევანდელ დღეს თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში, ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და, სავარაუდოდ, ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.
ჩემი თვალსაზრისი: ვერძებს მთელი დღის განმავლობაში საბოლოო ჯამში კარგი დღე ექნებათ, ზოგადად ვერძი აქტიური და მოუსვენარი ნიშანია ახასიათებთ ფეთქებადი ხასიათი და სხვა.
კურო - წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევრში, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში, გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.
ჩემი თვალსაზრისი: კუროს შესახებ მოკლე მიმოხილვა. კუროები არც ისე აქტიურები, ოდნავ ზანტები და კარგი ადამიანები არიან, ასევე ბრაზიანები.
ტყუპები - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია, დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია, ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.
ჩემი თვალსაზრისი: ტყუპები წარმატებული  და ფულიანი ხალხია მერწყულებს გვანან,.


კირჩხიბი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.
ჩემი თვალსაზრისი:  კირჩხიბები ზოგადად არიან მოუსვენარი და ოხერი ხალხი, შეუძლიათ რთული სიტუაციიდან გამოძრომა.
ლომი - დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება), მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.
ჩემი თვალსაზრისი:  ლომები ძალიან თავდაჯერებულები, არიან უყვარტ თავაწეული სიარული არიან ბრაზიანები, უყვართ გართობა ზომიერად....
ქალწული - დღევანდელ დღეს თქვენში ემოციური განწყობა იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლოა სამსახურში დაგროვილ, მომაბეზრებელ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდეთ და ისინი უბრალოდ ხვალისთვის გადადოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი ორივესთვის მისაღები და სასურველი კომპრომისის მიღწევით დასრულდება. შესაძლოა, დღის ბოლოს ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობაც დაარეგულიროთ და დაათბოთ.
ჩემი თვალსაზრისი:  ქალწული ქალები ზოგადად ლამაები იბადებიან, ისინი სექსუალურობით გამოირჩევიან.
სასწორი - დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა, უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია, ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.
ჩემი თვალსაზრისი:  სასწორი გაწონასწორებული პიროვნებააა, რომელიც დდიდ წარმატებებს ა)ღწევენ ცხოვრებაში.
ღრიანკალი - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.
ჩემი თვალსაზრისი:  ღრიანკალი თავჩახრილი ჩუმჩუმელა ადმიანია, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ბევრი რამ გამოსდის.

მშვილდოსანი - დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. განსაკუთრებული წარმატებით ჩაივლის მოლაპარაკებები ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან და მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტები. კარგი დღეა საქმიანი თათბირების ან ბრიფინგების მოსაწყობად, ბიზნეს პარტნიორებთან სასურველი შეთანხმების მისაღწევად და სამეცნიერო საქმიანობისთვის. დღეს განსაკუთრებით გაგიადვილდებათ პატარებთან ურთიერთობა. ბავშვებთან ერთად გატარებული დრო, სეირნობა ან უბრალოდ მათთან თამაშიც კი, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ჩემი თვალსაზრისი:  მშვილდოსნები, არიან ძალიან მიზანდასახულები და ადვილად აღწევენ მიზანს.
თხის რქა - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან, დღევანდელ დღეს დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა, თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.
მერწყული - მართალია, დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ საკუთრი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.
ჩემი თვალსაზრისი:  
თევზები - დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

ჩემი თვალსაზრისით დღეს კარგი დღე იქნება: თევზებისთვის, კუროსთვის.
არც ისე კარგი დღე ექნებათ: მერწყულებს, თხის რქას, ღრიანკალი,
წყარო: იხილეთ აქ ---> 

No comments:

Post a Comment