Thursday, January 17, 2013

18 იანვრის ჰოროსკოპი


ვერძი - დღეს თქვენში გარშემომყოფთა დახმარების სურვილი გაჩნდება. დღევანდელ დღეს თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში, ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და, სავარაუდოდ, ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.
ჩემი თვალსაზრისი: ვერძებს მთელი დღის განმავლობაში საბოლოო ჯამში კარგი დღე ექნებათ, ზოგადად ვერძი აქტიური და მოუსვენარი ნიშანია ახასიათებთ ფეთქებადი ხასიათი და სხვა.
კურო - წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევრში, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში, გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.
ჩემი თვალსაზრისი: კუროს შესახებ მოკლე მიმოხილვა. კუროები არც ისე აქტიურები, ოდნავ ზანტები და კარგი ადამიანები არიან, ასევე ბრაზიანები.
ტყუპები - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია, დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია, ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.
ჩემი თვალსაზრისი: ტყუპები წარმატებული  და ფულიანი ხალხია მერწყულებს გვანან,.