Thursday, December 20, 2012

რატომ და როგორ გახდა ასტროლოგია ასეთი პოპულარული?!





 ასტროლოგია



რატომ გახდა ასტროლოგია თანამედროვე, მეცნიერების და ტექნიკის ეპოქაში განსაკუთრებული ინტერესის საგანი? ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც ციური მნათობების უცვლელი მოძრაობის შესწავლის საფუძველზე, საშუალებას იძლევა ცხოვრების ცვალებადი ნაკადის აღწერისა. ეს არის მეცნიერება, რომელიც განიხილავს რა ნებისმიერი მომენტის ჰოროსკოპს, მოიაზრებს ნებისმიერი პროცესის საფუძვლად მის კოსმიურ დროით მახასიათებელს.
თავად სიტყვა ჰოროსკოპი, შეიძლება ითარგმნოს როგორც “ ვაკვირდები საათს “ ასტროლოგია კაცობრიობის ყველაზე ძველი მეცნიერებაა. მისი წარმოშობა თან სდევდა ცივილიზაციის წარმოქმნას. ასტროლოგიის დაბადებად შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, როდესაც ადამიანმა ყურადღება მიაქცია ბუნებრივი მოვლენების ციკლურობას, განმეორებადობას. ვარსკვლავებზე სისტემატიური დაკვირვების დასაწყისი კი, უკავშირდება მიწათმოქმედების წარმოქმნას და განვითარებას.ასტროლოგიის წარმოშობის წყაროები შეგვიძლია ვეძებოთ უძველეს ცივილიზაციებში, შეიძლება ითქვას რომ 6-7 ათასი წლის წინათ, ჩვენს წელთაღიცხვამდე, ასტროლოგია უკვე არსებობდა. ძველი ეგვიპტური ასტროლოგია ემყარებოდა დაკვირვებებს უძრავ ვარსკვლავებზე და თანავარსკვლავედებზე, რის შესაბამისადაც ხდებოდა სხვა და სხვა სეზონური სამუშაოების შესრულება.
სირიუსის ამოსვლა ცაზე მოასწავებდა ნილოსის ადიდებას და უკავშირდებოდა წლის დასაწყისს, რომელსაც უახლოეს ახალმთვარიანობას ამთხვევდნენ. აქედან გამოამდინარე ეგვიპტური კალენდარი ემყარებოდა ასტროლოგიურ პარამეტრებს, კერძოდ ვარსკვლავებს და მთვარეს.

ძველი ბაბილონის ასტროლოგია კი, უკვე იყენებდა მნათობებს შორის დამოკიდებულებებს და 5 პლანეტის მოძრაობას, მოგვიანებით ეს ასტროლოგიური პრაქტიკა გავრცელდა ძველ საბერძნეთში, ინდოეთსა და სპარსეთში.ასტროლოგიის განვითარებაში ძველმა ბაბილონმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, სადაც შეიქმნა პირველი ჰოროსკოპები არაუგვიანეს მე- 5 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასტროლოგია შემდგომში მხოლოდ ვითარდებოდა და იხვეწებოდა, ამ მეცნიერებამ საფუძველი ჩაუყარა ასტრონომიას და ბევრ ასტრონომიულ აღმოჩენას შეუწყო ხელი.
თანამედროვე ეპოქაში, ზოგიერთი ასტროლოგიაში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანი, ამ უძველეს მეცნიერებას აიგივებს მკითხაობასთან, რაც არასწორია. წარმოშობიდანვე ასტროლოგიის მთავარი მიზანი იყო ნებისმიერი, დედამიწაზე მიმდინარე პროცესის კოსმიურ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა, მთავარი პრინციპი კი მდგომარეობს იმაში, რომ სამყაროში და დედამიწაზე, როგორც სამყაროს შემადგენელ სივრცეზე, მოქმედებს ერთი და იგივე კანონები, რასაც ემორჩილება ნებისმიერი პროცესი. შესაბამისად ასტროლოგია საშუალებას იძლევა სამყაროში მოქმედი კანონების დაფიქსირებით ვიმსჯელოთ ამა თუ იმ პროცესის განვითარების ტენდენციებზე, მისი აღმავლობის ფაზებზე, თავად პროცესის საერთო პოტენციალზე. ადამიანი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დედამიწაზე მიმდინარე პროცესი, რომელიც იწყება მისი დაბადების მომენტიდან და გრძელდება გარდაცვალების მომენტამდე, ეს პროცესიც ემორჩილება იმ კანონებს, რომლებიც სამყაროში არსებობს და მათთან შესაბამისობაში ვითარდება, ამ კანონების დაფიქსირება ხდება დაბადების მომენტში პლანეტების განლაგების მიხედვით.
ჰოროსკოპი ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი მოიაზროს სამყაროს შემადგენელ ნაწილად და ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მაქსიმალურად მოახერხოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია, სწორედ დაგეგმოს თავისი ცხოვრება სამყაროსეულ კანონებთან შესაბამისობაში.
ასტროლოგიას, ამჟამად წარმატებით იყენებენ ცხოვრების სხვა და სხვა სფეროებში. შესაბამისად ჩამოყალიბდა სხვა და სხვა კონკრეტულ სფეროზე ორიენტირებული მიმდინარეობები. მათ შორისაა:
ბიზნეს ასტროლოგია
ეს მეთოდი ძირითადად საქმიანობის, ბიზნესის დაგეგმვას და განვითარებას უკავშირდება, საშუალებას იძლევა ადამიანმა აირჩიოს ბიზნესის ან საქმიანობის ის სფერო, სადაც ის მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი პოტენციალის პროდუქტიულად რეალიზაციას, დაადგინოს ის ხელსაყრელი პერიოდები, როდესაც ის შეძლებს მაქსიმალურად წარმატებით გამოიყენოს სამყაროში მიმდინარე პროცესები საკუთარი საქმიანობის გაფართოებისათვის. წინასწარ განჭვრიტოს მოსალოდნელი სირთულეები და განსაზღვროს მათი დაძლევის მეთოდები. სწორად შეარჩიოს ბიზნეს პარტნიორები, დროულად გააკეთოს ბიზნესისი რეკლამირება, დრულად შეიტანოს ცვლილებები ბიზნესში.
ქორარული ასტროლოგია
ეს არის ნებისმიერი იდეის ჰოროსკოპის შედგენა და ამ იდეის რეალიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა, თუ რა დროს და რა ხელშეწმყობი გარემოებების გამოყენებით შეძლებს ადამიანი ამ იდეის წარმატებულ განხორციელებას.
სამედიცინო ასტროლოგია
განიხილავს ადამიანის ჯანმრთელობას, ორგანიზმის თავისებურებებს, გაჯანსაღების მეთოდებს, პერიოდებს როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, სასარგებლო სამკურნალო პროცედურებს, ორგანიზმის რეაგირებას კოსმოსში მიმდინრე პროცესებზე.

სასოფლო - სამეურნეო ასტროლოგია
აღწერს კოსმოსის გავლენას ცოცხალ ბუნებაზე, სხვადასხვა მცენარეები, ცხოველები სხვადასხვა კოსმიური ენერგიების მატარებლები არიან, შესაბამისად მათი რეაქციაც სხვადასხვაა კოსმოსში მიმდინარე პროცესებზე, ამ რეაქციის ცოდნა ადამიანს ეხმარება სწორად დაგეგმოს სასოფლო სამეურნელო სამუშაოები, წინასწარ განსაზღროს სასიკეთო ან უარყოფითი პერიოდები ამა თუ იმ კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მუნდანური ასტროლოგია
ეს არის სახელმწიფოების ჰოროსკოპი, განსაზღვრავს სახელმწიფოების განვითარების პროცესს, როგორც გარე ისე შიდა პოლიტიკის განვითარებას. კოსმიურ და სამყაროსეულ კანონებთან შესაბამისობაში ნებისმიერი სახელმწიფოს ადგილს და როლს მსოფლიოში. სახელმწიფოებში კრიზისის და აღმავლობის პერიოდებს, კრიზისის გამომწვევ მიზეზებს, მათი დროულად თავიდან აცილების გზებს და მეთოდებს.
ასტროფსიქოლოგია
განიხილავს ნებისმიერი ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურებების გამომწვევ ასტროლოგიურ ფაქტორებს. ადამიანის, როგორც ფსიქოლოგიური არსების განვითარების ტენდენციებს და შესაბამისად ეხმარება ადამიანს საკუთარი ფსიქოლოგიის სამყაროსეულ პროცესებთან თანხმობაში მოყვანის გზების აღმოჩენაში.
რა კითხვებზე შეიძლება ადამიანმა მიიღოს პასუხი პირადი ჰოროსკოპის წყალობით?
უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც ყველა ადამიანს უჩნდება, რატომ მოვედი დედამიწაზე, რა არის ჩემი მისია? რადგან თქვენ დაიბადეთ სამყაროს ამ წერტილში, დროის მოცემულ მომენტში, ესე იგი თქვენ, როგორც პროცესი სამყაროსთვის საჭირო ხართ ზუსტად ამ წერტილში და ამ დროში, ( სამყარო იმდენად გაწონასწორებულად არის მოწყობილი, რომ მასში არ არსებობს ზედმეტი ), ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც ისეთი გააკეთოთ რასაც თქვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს. პირადი ჰოროსკოპი დაგანახებთ ამას.
არ არსებობს უნიჭო ადამიანი, არ არსებობს ადამიანი ვისაც არ ექნება თავისი წარმატებების სივრცე, პირადი ჰოროსკოპი გაპოვნინებთ ამ სივრცეს.
ადამიანი არასოდეს არის მარტო, მას უწევს ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, ასტროლოგია დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ ვინ რა როლს თამაშობს ან ითამაშებს თქვენ ცხოვრებაში და რას შეიძლება ელოდოთ ამა თუ იმ ადამიანისაგან.
სად არის ცხოვრების სფერო, სადაც აუცილებელი იქნება თქვენგან მაქსიმალური შრომისუნარიანობის გამოვლენა და სადაც სიზარმაცე თქვენს განვითარებას და წარმატებებს შეუშლის ხელს? ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც მასთან წარმატებები მხოლოდ მაქსიმალური დისციპლინის და შრომისუნარიანობის წყალობით მოდის, მაგრამ თუ ადამიანი ამ სფეროში სიზარმაცეს ავლენს, მოსალოდნელია წარმატებები მასთან არ მოვიდეს. ამ სფეროზეც მიუთითებს თქვენი

პირადი ჰოროსკოპი.
რა გამოგივათ შედარებით ადვილად და სად გაგიღიმებთ ფორტუნა? ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში სფერო, სადაც ის წარმატებებს სხვა ადამიანებზე ადვილად აღწევს ან შეუძლია რომ მიაღწიოს ანუ სფერო, სადაც მას სწყალობს ფორტუნა. შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ამ სფეროს არ აქცევდეს სათანადო ყურადღებას ან არ იყენებდეს ამ შესაძლებლობებს. იმის გამო, რომ სხვას ბაძავდეს ან არ ჰქონდეს სათანადო სითამამე და გამბედაობა. ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, როდესაც ვინმეს ვბაძავთ ან ვინმესგან ვიღებთ მაგალითს, ამით ჩვენ ვიწყებთ ამ ადამიანის ცხოვრების წესისი ქვეცნობიერად გადმოღებას, მაგრამ ამასთანავე შესაძლოა დავშორდეთ იმ ცხოვრების წესს, რომელიც ჩვენთვის წარმატებების მომტანი იქნებოდა.
თავისი შინაგანი სამყაროთი, ყველა ადამიანი განუმეორებელია, საზოგადოებისთვის ის გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, როდესაც ამ განუმეორებლობაზე აკეთებს აქცენტს და ამ განუმეორებლობას გარეგნულადაც ავლენს, მხოლოდ ამას მოაქვს მისთვის მაქსიმალური სიმპატიები, ავტორიტეტი და ჭეშმარიტი წარმატებები, მხოლოდ ასე შეუძლია ადამიანს საუკეთესოდ შეასრულოს თავისი კოსმიური მისია. თქვენი განუმეორებლობის და შინაგანი სამყაროს გარეგნულად გამოვლენაში, დაგეხმარებათ პირადი ჰოროსკოპიდან მიღებული ინფორმაცია.
ძველად, ასტროლოგია და პირადი ჰოროსკოპი ხელმისაწვდომი იყო საზოგადოების ელიტარული ფენებისათვის, როდესაც იბადებოდა უფლისწული, ასტროლოგები ადგენდნენ მის ჰოროსკოპს, რათა მას თავისი მეფობის პერიოდში მაქსიმალურად წარმატებით მოეხდინა იმ პოტენციალის რეალიზაცია, რაც დაბადებიდან იყო ჩადებული მასში.
არ არსებობს ულამაზო ადამიანი, მას სილამაზეს ზუსტად მისი განუმეორებლობა ანიჭებს, პირადი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენთვის წარმატებული იმიჯის შექმნის გზები ანუ როგორ უნდა წარუდგინოთ საზოგადოებას თავი რათა, სრულყოფილად დაანახოთ თქვენი შინაგანი სამყაროს საუკეთესო ნაწილი.
როგორ მუშაობს ჩვენი გონება, რა იდეებზე გავამახვილოთ ყურადღება? უკანასკნელი გამოკვლევებით, მეცინერები მიდიან დასკვნამდე, რომ აზრები და იდეები არ არის ჩვენი ტვინის პროდუქტი, მაგალითად მსოფლიოში ცნობილია შემთხვევბი, როდესაც ადამიანს ცეცხლსასროლი ტრამვის გამო ამოკვეთეს თავის ტვინის ერთი ნახევარსფერო და მოხდა საოცრება, მეორე ნახევარსფერომ თავის თავზე აიღო ამოკვეთილი ნახევარსფეროს ფუნქცია და თავის ტვინი სრულყოფილად ამუშავდა, უფრო მეტიც ამ ოპერაციის შემდეგ ადამიანმა ფენომენალური მონაცემების გამოვლენა დაიწყო, დაინტერესდა მათემატიკით, მისმა გონებამ უფრო პროდუქტიულად დაიწყო მუშაობა ზუსტი მეცნიერების სფეროში. უძველეს ეზოთერულ წყაროებში, თავის ტვინი აღწერილია როგორც კომუნიკატორი ( დამაკავშირებელი ) ასტრალში არსებული იდეებისა და ადამიანის, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი იჭერს იმ იდეებს, რომლებიც ფაქიზ სფეროებში არსებობს, შემდგომში მის მეხსიერებაში არსებული კავშირების საფუძველზე ამ იდეებს ისეთ სახეს აძლევს, რომელიც მათი მატერიალურ ( ფიზიკურ ) სამყაროში რეალიზაციის საშუალებას გვაძლევს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ნებისმიერი იდეა იმიტომ მოდის ჩვენთან, რადგან ყველაზე ოპტიმალური პირობები, ამ იდეისათვის ისეთი სახის მისაცემად, რომელიც მატერიალურ სამყაროში მისი რელიზების საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ტვინში იმყოფება, ამიტომ ყველა ადამიანი ასტრალური სამყაროდან მხოლოდ იმ იდეებს იჭერს, რომელთა რეალიზება მხოლოს მას შეუძლია, შესაბამისად უყალიბდება საკუთარი გონების ინდივიდუალობა. პირადი ჰოროსკოპი საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ ჩვენი გონების ამ ინდივიდუალურ სფეროს და ვისწავლოთ მისი მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენება, ინფორმაციის ათვისების და გადამუშავების ოპტიმალური მეთოდები, ამ მხრივ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. არის სფეროები, სადაც ადამიანი წარმატებებს თავისი აქტიურობით აღწევს, მაგრამ არის სფერები სადაც უმჯობესი იქნება პასიური პოზიცია დაიკავოს, იმიტომ რომ აქტიურობამ მას შესაძლოა ხელიდან გააშვებინოს შანსი, რომელსაც გარემოებები სთავაზობენ. ამ სფეროების და შესაბამისი პერიოდების განსაზღვრაში ასევე ასტროლოგია დაგეხმარებათ.


ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი სფეროებისა, რომლებიც ასახულია პირად ჰოროსკოპში.

დავით ბუტიკაშვილი

ჩემი თვალსაზრისით დავით ბუტიკაშვილი ვრცლად განიხილავს რამდენიმე ასტროლოგიურ სფეროს, როგორებიც არის: სასოფლო - სამეურნეო ასტროლოგია, პირადი ჰოროსკოპი.
ვფიქრობ რომ ყველანაირად დადებითად და გასაგებ ენაზე ხსნის თუ როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ ესა თუ ის საქმე.....

წყარო

No comments:

Post a Comment